10:06 PM მესიმ შესაძლოა სეზონის სტარტი გამოტოვოს | |
![]() სავსებით შესაძლებელია, არგენტინელი პრიმერა დივიზიონის ახალი გათამაშების პირველ მატჩს დააკლდეს. მესის ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება, რომელიც მან არგენტინის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მიიღო. სწორედ ამის გამო, ლეო ბოლო დღეებია ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამჟამად მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი ფიზიოთერაფევტთან მუშაობს, რათა გართულებები თავიდან აიცილოს. "ბარსელონამ” უკვე განაცხადა, რომ ლიდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარისკვას არ აპირებს, სწორედ ამიტომ, "ლევანტესთან” გასამართ მატჩში მესის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ცნობისთვის, "ბარსელონა” "ლევანტეს” კვირას "კამპ ნოუზე” დაუპირისპირდება, მატჩი სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |