9:18 PM
მესიმ საგადასახადოს 10 მილიონი ევრო გადაუხადა



როგორც ჩანს, ლეო მესის თავისი საგადასახადო დეკლარაციები წესრიგში მოჰყავს. ესპანური გამოცემა La Vanguardia-ის ინფორმაციით, "ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს დამატებითი საგადასახადო დეკლარაცია წარუდგინა.

დეკლარაციაში ის 10 მილიონი ევროა მითითებული, რომელიც მას 2010-11 წლებში უნდა გადაეხადა. ამ ნაბიჯით მესიმ საქმე გაიუმჯობესა სასამართლოს წინ, რომელის პირველი მოსმენაც 17 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მესის ოფიციალურად ედება ბრალი 2007-დან 2009-წლამდე 4 მილიონი ევროს დამალვისთვის.

წყარო: AS

ნანახია: 260 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: