2:50 PM მესიმ რონალდუს მიღწევა გააუმჯობესა | |
![]() კატალონიის "ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონსში ერთ სეზონში სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობით, მადრიდის "რეალის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი დაამხო, იტყობინება Marca. ლა ლიგის 33-ე ტურის ეგიდით, ბილბაოს "ატლეტიკთან” გამართულ დაპირისპირირებაში გატანილი გოლი არგენტინელისთვის ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად გატანილი 24-ე ბურთი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეომ "თეთრების” პორტუგალიელი ვარსკვლავის მიღწევა გააუმჯობესა. შეგახსენებთ, პრიმერას 2011/12-წლების სეზონში რონალდუმ გასვლით მატჩებში 23 გოლის გატანა მოახერხა, რაც გუშინდელ შეხვედრამდე რეკორდად ითვლებოდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |