9:48 PM
მესიმ მოურინიოს “ჩელსიში” წარმატებები უსურვა



"ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ მადრიდის "რეალის” ყოფილ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა…

"მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისაც მე შევხვედრივარ. დარწმუნებული ვარ იგი "ჩელსიში” დიდ წარმატებას მიაღწევს, რადგან იგი უმაღლესი დონის სპეციალისტია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა მწვრთნელმა "რეალი” დატოვა, არ ვფიქრობ, რომ მადრიდული გუნდი დასუსტდება. პირიქით, მათ ახლა ასევე უდიდესი გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჩაუდგათ სათავეში. მიმაჩნია, რომ ანჩელოტი მოურინიოზე მაღალი დონის ხელმძღვანელია” – განაცხადა არეგნტინის ნაკრების კაპიტანმა.

ლიონელმა "ბლაგურნას” ახალწვეულ ნეიმარზეც ისაუბრა, რომელშიდაც "ბარსამ” დაახლოებით 48.6 მილიონი ფუნტი გადაიხადა:”ბრაზილიელი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი გუნდისთვის. ვიმედოვნებ, რომ ნეიმარი "ბარსელონასთვის” იგივეს გააკეთებს, რასაც ახლა იგი მისი ეროვნული ნაკრებისთვის აკეთებს.

წყარო:THE SUN

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: