11:38 PM
მესიმ მიულერს საჩუქარი გაუკეთა +ვიდეო



არგენტინელმა ვარსკვლავმა, "ბაიერნის" ლეგენდას მცირე საჩუქარი მიუძღვნა.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ლეომ ერთ წელიწადში 91 ბურთი შეაგდო და ამით გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, რომელსაც 85 გოლი ჰქონდა გატანილი მიუნხენური კლუბის მაისურით. მისმა ამ რეკორდმა, 40 წელი გასტანა.

მესიმ გადაწყვიტა "ბავარიის" ყოფილი თავდამსხმელისთვის, პატარა საჩუქარი გაეკეთებინა. მისი საჩუქარი მიულერს გაუგზავნეს. მან თავის "ბარსელონას" მაისურზე ავტოგრაფი მოაწერა და ასეთი წარწერა გააკეთა: "გერდ მიულერისთვის, უდიდესი თაყვანითა და პატივისცემით, გეხვევი."

"ლეო იმსახურებს ყველა ჯილდოს, რაც კი მას მიუღია. ჩვენ გვჯერა, რომ მალე ის საუბარს დაიწყებს, როგორც მარადონა, პელე და ბეკემბაუერი."-ასეთი კომენტარი გააკეთა მიულერმა საჩუქარის მიღების შემდეგ.

ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: