10:15 PM მესიმ მარადონას ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით გადაასწრო + Highlights | |
![]() გვიან ღამით არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა გვატემალასთან გამართა მატჩი და 4:0 გაანადგურა. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონას ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით გადაუსწრო. ლეომ 82 მატჩში 35 გოლის გატანა შეძლო. ამდენივე აქვს გატანილი ერნან კრესპოს, თუმცა მას ამისთვის მხოლოდ 64 მატჩი დასჭირდა. დიეგო არმანდოს ანგარიშზე კი 91 შეხვედრაში გატანილი 34 გოლია. არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის სტატუს ჯერჯერობით არავის უთმობს გაბრიელ ბატისტუტა, რომელმაც 78 შეხვედრაში 56-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |