6:27 PM მესიმ კვლავ პრეტენზიები გამოთქვა ვილიას მისამართით | |
![]() დაძაბული ურთიერთობა ლეო მესის და დავიდ ვილიას შორის ტიტო ვილანოვასთვის დამატებითი თავის ტკივილი გახდა, იუწყება ესპანური პრესა.
ინციდენტი ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოხდა, სადაც "ბარსელონა" "სელტიკს" ეთამაშებოდა. ერთ–ერთ მომენტში ვილიამ კარში დაარტყა, რაც ლეოს არ მოეწონა. მესიმ ამის გამო ესპანელ თავდამსხმელს უსაყვედურა და უთხრა, რომ მისთვის გადაცემის გაკეთება უმჯობესი იქნებოდა. ვილიამ კი თავის მხრივ უპასუხა, რომ გოლის გატანის უფლება მასაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ ასეთ ეპიზოდს ადგილი 1 თვის წინაც ჰქონდა. პრიმერას შეხვედრაში, სადაც "ბარსელონა" ვერ ამარცხებდა "გრანადას" ლეო მესიმ თანაგუნდელს ასევე გადაწყვეტილება დაუწუნა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |