5:34 PM მესიმ ჩემსა და ნეიმარს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობსო | |
ბევრმა სპეციალისტმა, მათ შორის "ბარსელონას” ყოფილმა საპატიო პრეზიდენტმა, იოჰან კრუიფმაც, "კულეების” წამყვანი ბომბარდირის, ლიონელ მესისა და კატალონიური კლუბის ახალწვეულის, ნეიმარის ერთად თამაშის პერსპექტივები ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა, არგენტინელის განცხადებით, მასსა და ბრაზილიელს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. "ჟურნალისტები ხშირად ინტერესდებიან იმით, გვექნება თუ არა მე და ნეიმარს პრობლემა. მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ არა. ჯერჯერობით, ერთად მხოლოდ რამოდენიმე მატჩი ჩავატარეთ, თუმცა პროგრესი უკვე ჩანს”, – აცხადებს ლიონელი. "რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს, მაშინ გეტყვით, რომ მისი მოსვლით პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ყველა სპეციალისტს გააჩნია საკუთარი მუშაობის სხვადასხვა მეთოდები. ყველა ჩვენთაგანს მხოლოდ ერთის მიღწევა სურს – გამარჯვების. რისი გაკეთებაც გასულ სეზონში ვერ მოვახერხეთ”, – დაასრულა 26-წლის ფორვარდმა. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |