4:54 PM
მესი: "ვიცოდით,რომ ჩილეს წინააღმდეგ თამაში რთული იქნებოდა"

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჩილესთან გამართულ მატჩზე ისაუბრა,რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა (1:2).

"ჩვენ ვიცოდით,რომ ჩილეს წინააღმდეგ თამაში რთული იქნებოდა,რადგან ჩილელებსაც სამი ქულის მოპოვება სჭირდებოდათ",-აცხადებს ლიონელ მესი. "მატჩში ანგარიში ჩვენ გავხსენით,მაგრამ შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ ჩილელებმა იგდეს და დაცვაში ყურადღებით თამაში მოგვიხდა.მიუხედავად ამისა,ყველაზე მთავარია,რომ სამი ქულის აღება მოვახერხეთ".

"2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების გრაფიკი ძალიან რთულია.ამიტომ,ჩვენ მოხარულნი ვართ,რომ ისეთი გუნდების დამარცხება მოვახერხეთ,როგორებიც ურუგვაის და ჩილეს ეროვნული ნაკრებები არიან".

"უკანასკნელ რამოდენიმე წელიწადში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა,თუმცა,ახლა,ბედნიერი ვარ,რადგან ჩვენ მატჩებს ზედმიყოლებით ვიგებთ".
 

წყარო: Goal.com

ნანახია: 309 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მესი: ვიცოდით, რომ ჩილეს წინააღმდეგ თამაში რთული ი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: