არგენტინელი სუპერვარსკვლავის სიტყვებით, იგი გუნდურ ტიტულებს პირადზე მაღლა აყენებს.
"უმჯობესია, "ბარსასთან" ერთად მოვიგო რამე, ვიდრე კიდევ ერთი რეკორდი დავამყარო ან პრიზი მივიღო", -განაცხადა ლეო მესიმ, -"უმჯობესია, ვიყო კარგი ადამიანი, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მინდა ხალხს ასეთად დავამახსოვრდე".
"რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ჯილდოების მიღება სასარგებლოა. ეს თავისებური აღიარებაა. თუმცა ჩემი თანაგუნდელები რომ არა, ის არ იარსებებდა. ძალიან გამიმართლა, რომ მათთან ერთად ვთამაშობ".
"ჟოზე მოურინიო? -არაფრის თქმა არ შემიძლია პორტუგალიელ მწვრთნელზე, რადგან არ ვიცნობ და არასდროს მისაუბრია მასთან. მისი მიღწევები თავისთავად ლაპრაკობენ მასზე, ხოლო ფეხბურთელები, რომელთაც მასთან უმუშავიათ, ყოველთვის კარგად ახასიათებენ", -დაასრულა მესიმ.

წყარო: El Pais