4:27 PM
მესი შვილის დაბადებას ელის

ლიონელ მესი და მისი მეუღლე ანტონელა როკუზო, საავადმყოფოში იმყოფებიან და პატარა ტიაგო მესის დაბადებას ელიან.

ანტონელა სულ ცოტა ხანში იმშობიარებს. სავარაუდოდ, ეს პარასკევს მოხდება. მესის მეუღლე "ნოუ კამპთან" მდებარე საავადმყოფოში, "Hospital USP Dexeus"-ში გააჩენს ბავშვს.

არგენტინელი თავდამსხმელი ჰოსპიტალში ამ დღეებში თავის ცოლთან ერთად გაატარებს, სანამ მას ტიტო ვილიანოვა არ გამოიძახებს ვარჯიშზე.

როგორც ჩანს, საბოლოოდ დადგა ის მომენტი, როდესაც ლეო ამბობდა, რომ თავისი შვილის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნებოდა მის ცხოვრებაში. მესიმ mundodeportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "მე არ ვნერვიულობ, მაგრამ ვღელავ."

ანტონელასთან და ლეოსთან ერთად ბავშვის ნათესავებიც იქნებიან ამ დღეების განმავლობაში.
 
ნანახია: 347 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მესი შვილის დაბადებას ელის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: