9:46 AM მესი საგადასახადო დავალიანებას ნებაყოფლობით ფარავს | |
![]() მოგეხსენებათ, არგენტინელ თავდამსხმელს სავალდებულო გადასახადების დამალვაში სდებენ ბრალს. ზაფხულში არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი და მისი მამა გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს და საქმე სასამართლოს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ არ იქნა, სექტემბრის თვის ბოლოს კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება, "ბარსელონას” ლიდერმა კი გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავებთან ურთიერთობა არ გაამწვავოს. ადრე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26-წლის ფეხბურთელმა საგადასახადო სამსახურს 10 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელიც 2010 და 2011-წლებში უნდა გადაეხადა. დღეს კი, როგორც ესპანური პრესა იუწყება, ლიონელმა ესპანეთის ხაზინა კიდევ ხუთი მილიონი ევროთი შეავსო, რომელიც 2007-2009-წლებში არ გადაიხადა. დიდი ალბათობით, არგენტინელს მხოლოდ ერთი პრობლემაღა დარჩა მოსაგვარებელი – ლიონელს კიდევ ოთხი მილიონის გადახდა მოუწევს, გადასახადის გადაუხდელობის დასაფარად სამი ადამიანის სახელის გამოყენების გამო. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |