1:06 PM მესი: “რონალდუსთან სალაპარაკო ბევრი არაფერი მაქვს” | |
![]() "ბარსელონას” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუსთან თავის ურთიერთობაზე, პეპ გვარდიოლაზე და სათადარიგოთა სკამის სიძულვილზე ისაუბრა. ლეო მესის "ბაიერნის” წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ განმეორებით შეხვედრაში ერთი წუთიც კი არ უთამაშია. არგენტინელის სიტყვებით, ეს მისთვის საუკეთესო მომენტი ნამდვილად არ იყო. "სათადარიგოთა სკამიდან თამაშის ყურება – ეს ჩემთვის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია. უფრო მეტიც, თუ გუნდი მარცხდება. მოედნის დატოვება არ მიყვარს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიგებთ. ვერ ვიტან, როდესაც მცვლიან”, – აცხადებს მესი El Grafico-სთან ინტერვიუში. გარდა ამისა, ლეოს სიტყვებით, მას პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა მას შემდეგ აღარ აქვს, რაც კატალონიელმა სპეციალისტმა "ბარსელონა” დატოვა. "მასთან მას შემდეგ არ მისაუბრია, რაც მან "ბარსელონა” დატოვა. ჩაიბარებს თუ არა იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს? არა მგონია. ჩვენი ფედერაცია ამ პოსტზე სამუშაოდ უცხოელ სპეციალისტს არ მოიწვევენ”. არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. "მატჩის შემდგომ მაისურები არასდროს გაგვიცვლია. ერთ გუნდში არ ვთამაშობთ და შესაბამისად, მასთან სალაპარაკოც ბევრი არაფერი მაქვს”, – განაცხადა მესიმ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |