1:28 PM
მესი: "რონალდო ჩემი გმირი იყო"

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა, ლეო მესიმ განაცხადა, რომ მისი გმირი ბრაზილიელი რონალდო იყო.

 

ახლადგამომცხვარმა მამამ ჟურნალ "Four Four Two"–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გმირი "ბარსელონას", "რეალის", "ინტერის" და კიდევ ბევრი კლუბის თავდამსხმელი, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, მეტსახელად "კიჭა" იყო.

 

"რონალდო ჩემი გმირი იყო. მე მიყვარდა ისეთი მოთამაშეებისთვის თვალის დევნება, როგორებიც ზიდანი, რონალდინიო და რივალდო იყვნენ, მაგრამ რონალდო საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვინც კი მინახავს. არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ბურთს ისე ურტყამს, როგორც ის" – განაცხადა ლეო მესიმ.

ნანახია: 309 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მესი: რონალდო ჩემი გმირი იყო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: