10:01 AM
მესი: “რიბერი ევროპაში საუკეთესოა”



ლიონელ მესიმ აღიარა, რომ უეფას ვერსიით, ფრანკ რიბერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა.

"გამიხარდა, რომ ზედიზედ მესამედ მოვხვდი საუკეთესო სამეულში. ევროპაში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს, და მოხარული ვარ, რომ მათ კონკურენციას ვუწევ. მაგრამ, ეს ჯილდო რიბერიმ დაიმსახურა”, – აცხადებს მესი.

გარდა ამისა, "ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც, კატალონიური კლუბი ჯგუფიდან გასვლისთვის "აიაქსთან”, "სელტიკთან” და "მილანთან” ერთად იბრძოლებს.

"რთული ჯგუფია, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია, პირველი ნაბიჯების გადადგმასაც კი სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ამ წელს, თანაბარი ძალის ჯგუფები არიან, რომლებშიც დიდი მატჩები აუცილებლად იქნება. ვიმედოვნებთ, თავს უმაღლეს დონეზე წარმოვაჩენთ და ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ”.

"ჩვენს ჯგუფში დიდებული სახელების მქონე უმაღლესი დონის გუნდები შეიკრიბნენ. მათ უკვე ვიცნობთ, რადგან გასულ წლებში რამოდენიმეჯერ დავუპირისპირდით. "აიაქსის” თამაში ჩვენთვის არც თუ ისე კარგადაა ნაცნობი, მაგრამ მის თამაშებსაც მივადევნეთ თვალი. საინტერესო ჯგუფია”, – განაცხადა ლიონელმა.

წყარო: UEFA.com

ნანახია: 244 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: