11:53 PM
მესი: „რეალის“ ჩამოწერა არ შეიძლება“



მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ მიუხედავ ლა ლიგაში მისი გუნდის დიდი უპირატესობისა, მადრიდის „რეალის" ნაადრევად ჩამოწერა და ჩემპიონობის წინასწარ ზეიმი დაუშვებელია.

„ჩემპიონატში, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ერთხელ, ლა ლიგაში, „რეალს" ასევე დიდი სხვაობით ვუსწრებდით, მაგრამ მადრიდელებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს.

ვიცით, რომ „რეალის" ჩამოწერა არ შეიძლება. საჭიროა, აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და არ მოვეშვათ."

ლიონელ მესი მის მიერ დამყარებულ რეკორდზეც (91 გოლი კალენდარული წლის განმავლობაში) საუბრობს და აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, მას ვინმე გააუმჯობესებს: „ჩემი რეკორდი? მინდა, ის დიდხანს შენარჩუნდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ოდესმე, ვინმე მას გააუმჯობესებს."

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: