11:09 AM მესი, მამამისთან ერთად, სასამართლოში კიდევ ერთხელ გამოცხადდება | |
![]() "ბარსელონას” ვარსკვლავმა და მისმა მამამ გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებულ მოსმენაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. შეგახსენებთ, ლიონელსა და ხორხე მესის გადასახადების დაფარვაში დასდეს ბრალი, რომლებიც 2006 და 2009-წლების პერიოდში უნდა გადაეხადათ. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელმა საჭირო 5 016 542,27 ევრო უკვე გადაიხადა, თუმცა, ჯერჯერობით, საქმე ჯერ კიდევ არ დახურულა. მოსმენა მომდევნო კვირაში უნდა შემდგარიყო, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი სასამართლოში 27 სექტემბერს გამოცხადდება. ესპანეთის სტრუქტურების ცნობით, მესი შემოსავალს ურუგვაიში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში არსებული ბანკების საშუალებით მალავდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |