კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ ანდრეს მესი რეკორდების დამხობას განაგრძობს.
მოგეხსენებათ,გუშინდელ მატჩში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მესიმ დუბლი გაიფორმა,პირველი გატანილი გოლი "რაიოს" კარში მისთვის კარიერაში 300-ე გოლი გამოდგა,ლა ლიგაში კი მას 182 გოლი მოუგროვდა,ამ მაჩვენებლით კი იგი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა.ლეო ამ მაჩვენებლით ხუან არსას გაუთანაბრდა,რომელსაც "სევილიას" მაისურით სწორედ ამდენივე გოლი აქვს გატანილი.არსა "სევილიას" ღირსებას 1943 წლიდან 1959 წლამდე იცავდა.არგენტინელი ვარსკვლავის უახლოესი მიზანი სანტილიანას ("რეალი", 186 გოლი) გადასწრება,რომელსაც იგი მხოლოდ 4 ბურთით ჩამორჩება.
ლიონელ მესიმ 182 გოლი ჩატარებულ 223 შეხვედრაში გაიტანა.იგი საკუთარ მიღწევებს ყოველ მომდევნო სეზონში აუმჯობესებს.2004/2005 წლების სეზონის შემდეგ ლა ლიგაში ყოველწლიურად გატანილი გოლების სია ასე გამოიყურება - 6,14,10,23,34,31 და 50.
არგენტინელს ლა ლიგაში სულ 13 ჰეთ-თრიკი და 2 პოკერი აქვს შესრულებული.ასევე იგი ლა ლიგის გოლეადორებს შორის საშუალოდ მატჩში 0.82 გოლს იტანს,რაც მესამე საუკეთესო შედეგია.პირველ ადგილზე ზარაა (0.91 გოლი საშუალოდ),მეორე ადგილზე კი მუნდო (0.84 გოლი საშუალოდ).
ლიონელის საყვარელი მსხვერპლები მადრიდის "ატლეტიკო" და დიეგო ალვესი არიან."ატლეტიკოს" ლიონელმა მთელი საკუთარი კარიერის განმავლობაში სულ 15 გოლი გაუტანა,შემდეგ მოდიან "რასინგი" (12),"სევილია" (11) და "სარაგოსა" (11).მესის გოლების გატანა კი ხშირად უყვარს დიეგო ალვესის კარში.მან ბრაზილიელ გოლკიპერს მთლიანობაში სულ 11 გოლი გაუტანა,მეორე ადგილზე კი იკერ კასილიასია,რომელსაც ლეომ 10 გოლი გაუტანა.
პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირების სია
1. ზარა ("ატლეტიკი") - 251 გოლი
2. უგო სანჩესი ("ატლეტიკო","რეალი","რაიო") - 234 გოლი
3. რაული ("რეალი") - 228 გოლი
4. დი სტეფანო ("რეალი","ესპანიოლი") - 227 გოლი
5. სესარი ("გრანადა","ბარსელონა","კულტურალი") - 223 გოლი
6. ქვინი ("ხიხონი","ბარსელონა") - 219 გოლი
7. პაჰინო ("სელტა","რეალი","დეპორტივო") - 210 გოლი
8. მუნდო ("ვალენსია","ალკოლა") - 195 გოლი
9. სანტილიანა ("რეალი") - 186 გოლი
10. მესი ("ბარსელონა") და არსა ("სევილია") - 182 გოლი