11:21 AM
მესი: "ხმა ხავის, ინიესტასა და აგუეროს მივეცი"



"ბარსელონას" თავდამსხმელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვის მისცა ხმა ოქროს ბურთის მოპოვებისთვის კონკურსში.

შეგახსენებთ, რომ მესის, როგორც არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ხმის მიცემის უფლება აქვს.

"ხმა უკვე მივეცი. შემიძლია ისიც გითხრათ ვის - ხავის, ინიესტასა და აგუეროს", -განაცხადა ლეომ.

"საკუთარ თავს არასოდეს მივცემ ხმას. ძალიან გამიხარდება, თუ ოქროს ბურთს ხავი ან ინიესტა მიიღებს. მათ გარეშე ცხოვრებაში ვერასდროს შევძლებდი ოქროს ბუცის მოგებას".

"კრიშტიანუ რონალდუს კონკურენტობას არ ვაპირებ. უბრალოდ ვცდილობ, სარგებლის მომტანი ვიყო "ბარსელონასა" და არგენტინისთვის. მეტოქეობა ჟურნალისტებისა და რეპორტიორებისთვისაა მოგონილი. ყოველ ჯერზე ცდილბთ, ერთმანეთს შეგვადაროთ", -თქვა მესიმ.
ნანახია: 264 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: ინიესტასა და აგუეროს მივეცი, მესი: ხმა ხავის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: