12:25 PM მესი კინოფილმის გმირი გახდება | |
![]() "ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კომპანია Epic Pictures Group-ის ფილმის გმირი გახდება. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად ჩნდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ლიონელ მესის ბიოგრაფია შესაძლოა კინოფილმის სიუჟეტი გახდეს და ახლა ეს იდეა შესრულებასთან ძალიან ახლოსაა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდია Epic Pictures Group ფილმზე მუშაობს, რომელსაც მთელი დედამიწა ბრაზილიაში გასამართი 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ იხილავს. პროდიუსერებმა ლუკა კაიოლის წიგნის უფლებები შეიძინა "მესი: ისტორია ბიჭზე, რომელიც ლეგენდა გახდა” – მართალია, იგი არტგენტინელის ოფიციალურ ბიოგრაფიად არ ითვლება, თუმცა "ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელის ცხოვრებას ზუსტად ასახავს, რაც კინოფილმის საფუძველი გახდება. ფილმი ცნობილი საგის "როკი”-ს სტილში იქნება გადაღებული, მთავარ როლში სილვესტერ სტალონესთან ერთად და ჩვენ მოგვითხრობს ახალგაზრდა თავმდაბალ ადამიანზე, რომელიც თავის ფიზიკურ ნაკლს გადალახავს და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე გახდება. პროექტის ფუძემდებელთა თქმით, მათ მიზნად ითვლება "პოზიტიური ფილმი, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ ადამიანს ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლია”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |