10:17 PM
მესი იტალიასთან არ ითამაშებს



ლიონელ მესი არგენტინასა და იტალიას შორის გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. შეხვედრა ხვალ, საღამოს, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება. ოთხგზის ოქროს ბურთის მფლობელმა დაზიანება "ბარსელონას” აზიური ტურნეს დროს მიიღო, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ლეო "სკუადრა აძურასთან” მაინც იქნებოდა.

დღეს ზუსტად გახდა ცნობილი, რომ მესის რომში ვერ ნახავენ. ფეხბურთელი კატალონიაში გაემგზავრა და "ბარსელონას” შეუერთდა. სავარაუდოდ ლა ლიგის პირველ ტურში, "ლევანტეს” წინააღმდეგ "ბარსელონას” "სუპერბიჭუნა” მოედანზე მაინც მოგვევლინება.

წყარო: Football Espana

ნანახია: 297 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: