5:14 PM მესი გოლების რაოდენობით მარადონას გაუთანაბრდა | |
![]() ერთი დიდებული არგენტინელი მეორეს დაეწია. პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში ლიონელმა "ბეტისის” კარში ორი გოლი გაიტანა და კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით დიდებულ თანამემამულეს დიეგო არმანდო მარადონას გაუთანაბრდა. ახლა მარადონასა და მესის 345-345 გოლი აქვთ გატანილი თავიანთ კარიერაში. მარადონამ "არგენტინოს ხუნიორსის” შემადგენლობაში ჩატარებულ 166 მატჩში 116 გოლი გაიტანა, 28 გოლი შეაგდო "ბოკაში” ჩატარებულ 40 შეხვედრაში, "ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში მოწინააღმდეგე 38-ჯერ დაამწუხრა, 115-ჯერ აღნიშნა გატანილი გოლი "ნაპოლის” მაისურით, სადაც 259 მატჩი ჩაატარა, ასევე "სევილიაში” ჩატარებულ 29 თამაშში შვიდი გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინაში დაბრუნების შემდგომ "ბოკას” მაისურით მოწინააღმდეგის კარის ბადეში ბურთი შვიდჯერ გადაგზავნა. გარდა ამისა, მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თავი 34 გატანილი გოლითაც გამოიჩინა. თავის მხრივ მესიმ "ბარსელონას” რიგებში უკვე 313 გოლი გაიტანა. აქედან 215 ბურთი ლა ლიგაში, 24 ესპანეთის თასზე, 10 ესპანეთის სუპერთასზე, 59 ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი უეფას სუპერთასსა და ოთხი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ეროვნულ ნაკრებში ლიონელმა თავი 32-ჯერ გამოიჩინა. იმისათვის, რათა მარადონას ამდენი გოლი გაეტანა 18 წელიწადი დასჭირდა, მესიმ კი ამ ნიშნულს მხოლოდ და მხოლოდ ცხრა წელიწადში მიაღწია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |