9:17 PM მესი ესპანეთის საგადასახადო სამსახურს კიდევ 15 მილიონ ევროს გადაუხდის | |
![]() კატალონიის "ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ხაზინას კიდევ 15 მილიონი ევროთი შეავსებს. არგენტინელი ფორვარდი და მისი მამა მთლიანობაში 25 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ იმის გამო, რათა სასამართლო თავიდან აეცილებინათ. მიმდინარე თვეში მამა-შვილს 4 მილიონი ევროს გადაუხდელობაში დასდეს ბრალი და 17 სექტემბერს ბარსელონაში სასამართლო მოსმენაზე დაიბარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 24,6 მილიონ ევრომდე გადასახდელი ჯარიმა ემუქრებოდათ. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესიმ სახაზინოს 10 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა. წყარო: El Mundo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |