11:43 AM მესი: "ძალიან ამაყი ვარ" | |
![]() კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლეო მესიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მისცა.
"მინდა მადლობა გადაუხადო იმ მწვრთნელებს, რომლებმაც მე ხმა მომცეს. ეს ტიტული მე სიამაყით მივიღე და ახლა ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც ამ ტიტულის მიღებაში დამეხმარა."
კომენატარი ტიტულთან დაკავშირებით ანდრეს ინიესტამაც გაააკეთა:" ეს ტიტული ძალიან მახარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს სამუშაოს კარგად ვაკეთებ. მე აქ კიდევ დიდხანს ვიქნები და მივხვდები როდის ვარ კარგ ფორმაში და როდის ცუდში. მე ვიზრდები როგორც ფეხბურთელი ყოველდღე."
კარლეს პუიოლი:" დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ვინც ეს პრიზი მომანიჭა. ვფიქრობ სამართლიანი ფეხბურთი ყველასთვის სასიამოვნო საყურებელია. მე ყოველთვის ვცდილობ პატიოსნად ვითამაშო მოედანზე და ბოლომდე დავიხარჯო."
მარკ ბარტრა:" ამ ტიტულს ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის გარეშე ვერ პოვიპოვებდი. დიდი მადლობა ყველას ვინც მე ხმა მომცა." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |