3:10 PM
მესი- “ბარსას” ყველაზე უსარგებლო ფეხბურთელი მიუნხენში



გუშინ ოქროს ბურთის ოთხგზის მფლობელმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. მოგეხსენებათ, რომ "ბაიერნმა” "ბარსელონა” ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ვერაფერი გააწყვეტს კატალონიელთა ლიდერებმა, თუმცა ყველაზე სუსტად სწორედ ის გამოიყურებოდა, ვისგანაც ყველაზე მეტი ხიფათი იყო მოსალოდნელი.

მატჩის წინ ყველა არგენტინელის მნიშვნელობაზე საუბრობდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ლეო არ იყო საუკეთესო ფორმაში, არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული და შედეგად მივიღეთ ის, რომ მან სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი, რბილად რომ ვთქვათ, ჩააგდო.

ეს ვიზუალურადაც ცხადი იყო, მაგრამ მატჩის სტატისტიკამ კარგად ანახა, რომ მესიმ მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან ყველაზე ნაკლები სამუსაო შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა შეუცვლელად იასპარეზა, მხოლოდ და მხოლოდ 7 409 მეტრის გარბენა შეძლო. მაგალითად, თითქმის ანალოგიურად შეუმჩნეველმა ხავიმ 11 893 მეტრის გარბენა მოასწრო!

ოქროს ბურთის შეუცვლელი მფლობელის სხვა მაჩვენებლები როგორია? ერთი დარტყმა ნოიერის კარში, 3 გამომუშავებული ჯარიმა და არც ერთი სახიფათო გადაცემა!

ნანახია: 262 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: