2:43 PM
მესი: "ადვილი მატჩი არ ყოფილა"



მოსკოვის "სპარტაკის" დამარცხების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა გუშინდელ მატჩს კომენტარი გაუკეთა.

"ადვილი შეხვედრა არ ყოფილა. საბედნიეროდ, შევძელით გაგვეტანა, ბურთი დაგვეჭირა, მიგვეგნო თავისუფალი ზონებისთვის. მოკლედ ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთის თამაში მოვახერხეთ. "სპართაკთან" საშინაო მატჩში ასე არ მოხდა", -განაცხადა ლეო მესიმ.

"დღევანდელი მატჩისთვის ისევე ვემზადებოდით, როგორც ყოველთვის. "ბარსელონა" ყოველთვის ერთი სტილით თამაშობს, როგორიც არ უნდა იყოს მეტოქე. პირველ მატჩი "სპარტაკი" ჩაიკეტა და თავისუფალი ზონენი არ გვქონია. დღეს მოსკოველები სხვანაირად ცდილობდნენ მოქმედებას. მოედნის ცენტრში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, ამის გამო ხშირად ვფლობდით ბურთს და საგოლე მომენტებიც გამოვიყენეთ".

"სელტიკთან" წაგების შემდეგ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ისედავ ვიცოდით, რომ ფლეი-ოფში გასასვლელად დღეს გამარჯვება იყო საჭირო. ასევე, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვეძლო, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მშვიდად ვიყავით, არადა რთულ მატჩს ველოდით. ჩემპიონთა ლიგაში ყველა მატჩი რთულია, განსაკუთრებით კი გასვლითი".

"მადლობელი ვარ, რომ UEFA-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელა. მინდორზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, "ბარსამ" მომდევნო დიდებული შეხვედრა ჩაატარა ევროპულ არენაზე და მიაღწია იმ შედეგს, რისთვისაც ჩავიდა", -დაასრულა მესიმ.
ნანახია: 253 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: მესი: ადვილი მატჩი არ ყოფილა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: