როგორც სპორტული ინტერნეტჟურნალი Geosports.ge იტყობინება, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", მამალაძის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმაც დატოვა. აღნიშნულმა ინტერნეტჟურნალმა ინფორმაციის გადამოწმება თავად ფეხბურთელთან სცადა. მენთეშაშვილმა დაადასტურა, რომ ჩემპიონსა და მას შორის კონტრაქტი შეწყდა.
ზურაბ მენთეშაშვილი: "კლუბსა და ჩემს შორის კონტრაქტი, ორმხრივი შეთანხმების შემდეგ, შეწყდა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არაფერია გარკვეული".
შეგახსენებთ, რომ ზურაბ მენთეშაშვილი "ზესტაფონის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს.
"ზესტაფონის" ფოტო