7:26 AM
მენეზი “მილანში”?



"პარი სენ ჟერმენის” შემტევმა ნახევარმცველმა ჟერემი მენეზმა შესაძლოა მომდევნო სეზონი იტალიური "მილანის” შემადგენლობაში დაიწყოს, იტყობინება Corriere dello Sport.

"რომას” ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა "მანჩესტერ სიტის” ფორვარდ კარლოს ტევესის ალტერნატივად იქცეს, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში "იუვენტუსში” გადაბარგდება.

საინტერესოა, რომ "პსჟ”-ში მენეზის პოზიციები მას შემდეგ შეირყა, რაც გუნდს სათავეში ლორან ბლანი ჩაუდგა. როგორც ცნობილია, სპეციალისტსა და ფეხბურთელს ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამის მიზეზი ევრო 2012-ის დროს, მენეზის მიერ არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ბლანის მხრიდან ფეხბურთელის გაკრიტიკებაა.

გასულ სეზონში მენეზმა პარიზელთა მაისური ჩატარებულ 30 შეხვედრაში მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

წყარო: Corriere dello Sport

ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: