11:56 AM
მელო: “მან სიტის” ინტერესზე არაფერი არ ვიცი”



ფელიპე მელო პრესას საკუთარ მომავალზე ესაუბრა.

როდესაც ფელიპეს ჰკითხეს, რა არის მისთვის ცნობილი "მანჩესტერ სიტის” მხრიდან ინტერესთან დაკავშირებით, ბრაზილიელმა Portal da Band-თან მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტს განუცხადა: "გულახდილად ვამბობ, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი”.

"ახლა მოკლევადიანი შვებულება მაქვს: სეზონი ძალიან დაძაბული იყო, ახლა კი სატრანსფერო ჭორების გავრცელება დაიწყეს. როგორც ჩანს, შვებულების მიმდინარეობისასაც ვერ დავისვენებ”.

"არანაირ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. "გალათასარაი” – დიდებული გუნდია, სადაც ორი წლის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი. თუმცა არენდის ვადა ამოიწურა. თუ ამ კლუბში დაბრუნების საშუალება მომეცემა ძალიან მოხარული დავრჩები, თუ არა და, მაშინ "გალათასარაის” ვუქომაგებ”, – დაასრულა მელომ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი "იუვენტუსს” ეკუთვნის.

წყარო: Goal.com

ნანახია: 330 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: