8:49 PM
მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა




რუსული ინტერნეტჟურნალი Sports.ru ქართული ფეხბურთის იმ გენიალურ თაობას იხსენებს, რომელიც 90-იანების დასასრულსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ბრწყინავდნენ. 

1. ლევან კობიაშვილი. 15 წელია გერმანიაში თამაშობს. მისმა ოქროს წლებმა "შალკე 04"-ში განვლო, სადაც 7 სეზონი გაატარა. ახლა კობიაშვილი ბერლინის "ჰერტაში" გამოდის. ის რეკორდსმენია საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მიხედვით

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


2. კახა კალაძე. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. "მილანთან" ერთად მან ერთხელ სერია ა მოიგო ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. 

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


3. ალექსანდრე იაშვილი. თითქმის მთელი კარიერა გერმანიაში გაატარა. 10 წელი "ფრაიბურგის" ღირსებას იცავდა, 5 წელი "კარსლრუეს", 2012 წლიდან კი "ბოხუმის" შემადგენლობაშია. 

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


4. გიორგი ქინქლაძე. 90-იანების მეორე ნახევრის "მანჩესტერ სიტის" მთავარი ვარსკვლავი. მან 2006 წელს ყაზანის "რუბინში" დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ქინქლაძემ აგენტად დაიწყო მუშაობა. მისი ერთ-ერთი კლიენტი ლევან ყენიაა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


5. გიორგი გახოკიძე. კარიერა ჰოლანდიაში გაიკეთა. "პსვ", "ტვენტე", ისევ "პსვ" და ისევ "ტვენტე". ახლა აგენტად მუშაობს და ლევან კობიაშვილის საქმე მიჰყავს.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


6. შოთა არველაძე. ყველაზე ცნობილი ქართველი, რომელსაც ჰოლანდიაში იცნობენ. არველაძე "აიაქსის" და "ალკმაარის" ღირსებას იცავდა. კარიერის დასრულების შემდეგ ლუი ვან გაალის ასისტენდი იყო, როცა ამ უკანასკნელმა "ალკმაარი" ჩემპიონი გახადა. 2010 წლიდან დამოუკიდებლად მუშაობს თურქეთის ჩემპიონატში. თავიდან "ქაიზერისპორში" მუშაობდა, ამ წლიდან კი "ქაზიმფაშას" ჩაუდგა სათავეში.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


7. ზურაბ ხიზანიშვილი. მცველი ბრიტანეთში ასპარეზობდა. თავიდან შოტლანდიურ "დანდიში" და "რეინჯერსში" ითამაშა, შემდეგ "ბლექბერნში" და "ნიუკასლში". 2011 წლიდან "ქაიზერისპორშია".

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


8. მურთაზ შელია. გაზაევის "ალანიასთან" ერთად რუსეთის ჩემპიონატი მოიგო და "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. ტრავმებმა მას დიდი კარიერის გაკეთების საშუალება არ მისცეს. ინგლისში გატარებული 3 წლის განმავლობაში დაახლოებით ოცჯერ გავიდა მინდორზე. შემდეგ სახლში დაბრუნდა და მალე კარიერაც დაასრულა.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


9. გიორგი დემეტრაძე. ქართული ფეხბურთის მთავარი მოგზაური. 18-წლიანი კარიერის განმავლობაში 14 კლუბი გამოიცვალა, რომელთა შორის იყო "ალანია", "ფეიენორდი", "სოსიედადი", კიევის "დინამო", "ლოკომოტივი" და ცხინვალის "სპარტაკიც" კი. 

2010 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააპატიმრეს და 6 წელი მიუსაჯეს. ცოტა ხნის წინ ამნისტია შეეხო და გამოვიდა.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


10. კახაბერ ცხადაძე. იყო "აინტრახტის" ერთ-ერთი მთავარი გმირი. უთამაშია "ალანიასა" და "მანჩესტერ სიტიში". მან კარიერა 2004 წელს მახაჩკალას "ანჟიში" დაასრულა.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა

11. ზაზა ჯანაშია. რუსული ფეხბურთის ყველაზე მომხიბლავი თავდამსხმელი. "ლოკომოტივთან" ერთად თასების თასზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ისეთი გუნდებისგან მიიღო შემოთავაზებები, როგორებიცაა "შტუტგარტი", "ლაციო", და სხვა ევროპული გრანდები.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


12. მიხეილ ყაველაშვილი. "ალანიასთან" ერთად მოიგო და გახდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი- 1995 წელს. ცოტა ხანს "მან სიტიში" თამაში სცადა, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა, ახლაც იქ ცხოვრობს.

მეხსიერების ბარათი. საქართველოს ნაკრების ოქროს თაობა


13. თემურ ქეცბაია. 90-იანების "ნიუკასლის" ვარსკვლავი. თუკი ჯერაც არ გინახავთ, როგორ აღნიშნა ერთ-ერთი გატანილი გოლი ახლავე უნდა ნახოთ!

ახლა ის არველაძესთან ერთად საქართველოს ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელია. 4 წლის წინ კვიპროსის "ანორთოსისთან" ერთად დიდებულად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ნანახია: 582 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: