"ემიუსთან" მატჩი მარტინ შკრტელისთვის "ლივერპულის" მაისურით მე-200 აღმოჩნდა. GOAL.GE-ს გალერეაში - სლოვაკი მცველის კარიერაში ყველაზე ნათელი ეპიზოდების ფოტოები.

2004 წელი. "ზენიტის" 19-წლის ცენტრალური მცველი მარტინ შკრტელი უეფას თასზე გერმანული "ალემანიას" წინააღმდეგ. დიახ, ეს შკრტელია.

2005 წლის შემოდგომა. შკრტელი რაულის წინააღმდეგ.

2006 წელი, სკანდალური მატჩი "ცსკა" - "ზენიტი". ვლადიმერ პეტაი მარტინ შკრტელსა და ვასილი ბერეზუცკს აწყნარებს.

2007 წელი, ისევ "ცსკა" - "ზენიტი". შკრტელი ჟოს ებრძვის.

2007 წელი, "ზენიტი" და შკრტელი - ჩემპიონები.

2008 წლის ზამთარი. მარტინ შკრტელი "ლივერპულში" გადაბარგდა და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩს ატარებს.

2007 წლის სლოვაკეთის საუკეთესო ფეხბურთელები - მარკ ჩეხი, მარეკ ჰამშიკი და მარტინ შკრტელი.

ისევ რაულის წინააღმდეგ - 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. შკრტელი "ლივერპულის" დაცვის ხაზის ცენტრში ადგილს ჯეიმი კარაგერთან ერთად იკავებს.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში. სლოვაკები იტალიასთან გამარჯვებას ზეიმობენ (შკრტელი - მარცხნივ).

2009 წლის შემოდგომა, შკრტელი "ლივერპულის" მაისურით პირველ გოლს იტანს - "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2:2 სრულდება.

2010 წლის თებერვალი, შკრტელი "უნირეასთან" მატჩში მძიმე ტრავმას იღებს.

2011 წლის სექტემბერი, "ლივერპულის" მაისურით ჩატარებული შკრტელის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი და საერთოდ, მერსისაიდელების ყველაზე ცუდი მატჩი. მარტინმა მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 9 კაცით დატოვა (მის გაძევებამდე ჩარლი ადამიც გააძევეს). საბოლოოდ, მერსისაიდელებმა ის მატჩი ანგარიშით 0:4 წააგეს.

შკრტელისთვის ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული "ლივერპულთან" ერთად: ერთი წლის წინ ლივერპულელებმა ლიგის თასი მოიგეს.

გასული წლის აპრილში "ბლექბერნთან" მატჩში ჯერარდისა და კარაგერის არყოფნის გამო გუნდს მარტინ შკრტელმა უკაპიტნა.

"ლივერპულის" მაისურით შკრტელმა "ფულემის" წინააღმდეგ მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა, ამჯერად საკუთარ კარში.

ისევ "ფულემთან" მატჩი - ამ შეხვედრაში შკრტელს კიდევ ერთი გოლი გააქვს, ლონდონელების კარში.

გასულ კვირას "ემიუსთან" მატჩი შკრტელისთვის "ლივერპულის" მაისურით ჩატარებული მე-200 შეხვედრა გამოდგა.