4:50 PM
Mediaset: ანჩელოტის იგუაინის გაყიდვა არ უნდა



მადრიდის "რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი გონსალო იგუაინის შენარჩუნებას გეგმავს…

იტალიური ტელეარხი Mediaset Italia ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ბლანკოსის” ახალი თავკაცი კარლო ანჩელოტი გუნდიდან არგენტინელი თავდამსხმელის წასვლით არაა დაინტერესებული. სწორედ ამიტომ, იტალიელი სპეციალისტი გონსალოსთან მოლაპარაკებასა და მისთვის გუნდში დარჩენის თხოვნას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ "თეთრები”, რობერტ ლევანდოვსკისა და ედინსონ კავანის ტრანსფერებთან დაკავშირებით, სრულყოფილი მოლაპარაკებების დაწყებას ვერა და ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, შესაძლოა იგუაინმა მადრიდში დარჩენა გადაწყვიტოს და "არსენალი” პირღია დატოვოს, რომელიც ფორვარდის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

წყარო: Mediaset

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: