7:22 PM
მედია: უოლკოტი "არსენალთან" ახალ კონტრაქტს დაეთანხმა



როგორც ჩანს, ინგლისელი ნახევარმცველის "საპნის ოპერას" წერტილი დაესვა.

ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემები BBC და Sky Sports ერთად ამტკიცებენ, რომ ლონდონელთა ხელმძღვანელებმა, უკვე ყველა საკითხი მოაგვარეს თავიანთი შემტევი ნახევარმცველის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

როგორც ისინი იუწყებიან, თეომ "მეთოფეებთან" სამწლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ზაფხულში ამოიწურება. ფინანსური დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

"არსენალს" ფეხბურთელის დარჩენა ხუთი წლით სურდა, მაგრამ თავად მოთამაშის მოთხოვნით, გრძელვადიანი ხელშეკრულება არ გაფორმდა.
ნანახია: 268 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: