10:26 AM
მაცარი: “კალიარისთან” შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს”



"ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი სერია ა-ს ეგიდით "კალიარისთან” გასამართ უახლოეს შეხვედრას მისი გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები "მილანს”, გასულ ტურში ამ გუნდებს შორის დასრულებული ფრის შემდეგ, ოთხი ქულით უსწრებენ.

"კალიარი” – ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელიც საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენ მეორე ადგილისათვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ფეხბურთელებმა "მილანზე” არ უნდა იფიქრონ, სწორედ ამას შთავაგონებ მათ”, – აცხადებს მაცარი.

"ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩემი ფეხბურთელები იმ ფაქტს არ გაითვალისწინებენ, რომ "კალიარისთან” დაპირისპირება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს”, – აღნიშნავს მწვრთნელი.

"კავანი? მას ამ სეზონის დასრულება, რაც შეიძლება უფრო წარმატებით სურს. არ ვფიქრობ, რომ იგი სხვა რამეზე ფიქრობდეს. იგი ყოველთვის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და თამაშში 100%-ით იხარჯება”, – დაამატა ალენატორემ.

ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: