3:03 PM
მატრი: “იუვენტუსში” დარჩენა მსურს”



"იუვენტუსის” ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ განაცხადა, რომ მის ამჟამინდელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება.

"აქ დარჩენა და თავდამსხმელების ჯგუფის ნაწილად ყოფნა მსურს. ჩვენი ტოპ-ფორვარდების სხვა კლუბში გადაბარგებასთან დაკავშირებული გახშირებული საუბრები იმ დიდ სამუშაოსკენ მიუთითებს, რომელიც ჩვენმა თავდამსხმელებმა შეასრულეს”.

"რა თქმა უნდა, გაძლიერება გვჭირდება, რათა ევროპაში გავიმარჯვოთ. თუმცა ვთვლი, რომ უპირატესობა იმას უნდა მივანიჭოთ, ვინც გუნდს ორი სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა”, – განაცხადა მატრიმ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "იუვენტუსში” "ატლეტიკის” ფორვარდი ფერნანდო ლიორენტე გადაბარგდება. გავრცელებული ინფორმაციით, "იუვეში” შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც აღმოჩნდეს.

ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: