დღეს ღამით სტარტს აიღებს იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტური. "რენცო ბარბერას" სამი ქულის ასაღებად მასიმილიანო ალეგრის "მილანი" ეწვევა.
"პალერმო" - "მილანი"
სამშაბათი, 30 ოქტომბერი, "რენცო ბარბერა", 23:45 საათი, მსაჯი ნიკოლა რიცოლი
ურთიერთშეხვედრები: 62 მატჩი, +15=12-35, 48:100
"პალერმოს" სტადიონზე: 31 მატჩი, +12=8-11, 29:31
ბოლო 5 მატჩი: +2=1-2, 5:10
მართალია "ჯენოასთან" "როსონერიმ" საკამათო გოლით მოიგო (საგოლე გადაცემის ავტორი აბატე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა), მაგრამ გუნდში საბრძოლო სულისკვეთება ცოტათი მაინც გაიზარდა, მას შემდეგ რაც ალეგრის შეგირდებმა ზედიზედ სამი მარცხი განიცადეს - ორი ჩემპიონატში, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე. სტეფან ელ შაარავი გოლების გატანას კვლავ განაგრძობს, ალესანდრო პატო კი გვპირდება, რომ მალე ისიც იგივეს გაკეთებას შეეცდება - ტიფოზები დიდ მოლოდინში არიან.
ახალი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპარინის დანიშვნის შემდეგ "პალერმომ" ქულების მოგროვება დაიწყო და ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, თუმცა პრეზიდენტი ძამპარინი უკეთეს შედეგს ელოდა. გასულ სეზონში სიცილიელებმა "მილანთან" ორი მატჩის ჯამში 0:7 წააგეს, მაგრამ "როსონერი" წელს ისეთი ძლიერი აღარ არის.
სავარაუდო შემადგენლობები
"პალერმო": უიკანი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი - მორგანელა, ბარეტო, კურტიჩი, მანტოვანი - ილიჩიჩი, ბრიენცა - მიკოლი.
"მილანი": ამელია - საპატა, ბონერა, მექსესი - აბატე, დე იონგი, მონტოლივო, კონსტანტი - ემანუელსონი, ელ შაარავი, პატო.
ტრავმა: მილანოვიჩი, ერნანდესი - მესბა, რობინიო, დე შილიო, შტრასერი, დიდაკ ვილა, ბოატენგი, ანტონინი.
დისკვალიფიკაცია: არა.