დღეს ღამით, რომში, ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სანახაობა ელით.
საკმაოდ მძიმე კალენდარი აქვს მილანის "ინტერს" - "ნაპოლისთან" თამაშის შემდეგ "ნერაძურის" რომში მოუწევს სტუმრობა. ანდრეა სტრამაჩონი, "ლურჯ-შავების" თავკაცი, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მისი გუნდი კი "ლაციოს" დაუპირისპირდება. მასპინძლების წაუგებელი სერია უკვე 8 მატჩია გრძელდება, სახლში კი ისინი 23 სექტემბრიდან არ აგებენ, საერთოდ "ოლიმპიკოზე" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ - "ჯენოასთან".
სატურნირო ცხრილში გუნდებს 4 ქულა აშორებს - "ინტერი" მეორეა, "ლაციო" კი მეოთხე ადგილს იკავებს. მილანელები ცდილობენ "იუვენტუსს" არ ჩამორჩნენ, თავისმხრივ რომაელები "ნაპოლისთან", "ფიორენტინასთან" და "რომასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.
გასულ კვირას "ნერაძურიმ" საშინაო არენაზე "ნაპოლი" დაამარცხა", "ლაციომ" კი ქულები დაკარგა. მიროსლავ კლოზეს გარეშე "ბიანკოჩელესტიმ" ვერ შესძლო "ბოლონიასთან" გამარჯვების მოპოვება და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. საბედნიეროდ, ექიმებმა გერმანელი ფეხბურთელი ფეხზე დააყენეს და დიდი ალბათობით ის დღეს მოედანზე გამოვა.
"ინტერს" ყველა საკვანძო მოთამაშე მწყობრში ჰყავს. დაბრუნდა დისკვალიფიცირებული ვალტერ სამეული. კვლავინდებურად განაცხადში ვერ მოხვდა უესლი სნეიდერი, რომელიც ახალ კლუბს ეძებს.
სავარაუდო შემადგენლობები
"ლაციო": მარკეტი - კონკო, ბიავა, სიანი, რადუ - ლედესმა, გონსალესი - კანდრევა, ერნანესი, მაური - კლოზე.
"ინტერი": ჰანდანოვიჩი - რანოკია, სამუელი, ჟუან ჟეზუსი - ძანეტი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო - გუარინი - კასანო, მილიტო.
ტრავმა: ედერსონი, სტანკეავიჩუსი, ძაური, როკი - კივუ, ობი, სტანკოვიჩი, მუდინგაი
დისკვალიფიკაცია: კოზაკი, კავანდა