10:06 PM
მატა: “იტალიამ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა”



ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხუან მატამ კონფედერაციის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში იტალიელთა თამაშზე ისაუბრა.

"მომენტები, როგორც მათ, ისევე ჩვენც გვქონდა, სწორედ ამიტომ, თავში არ მოგივიდოდა აზრი, რომ შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდებოდა”, – აცხადებს მატა.

"მიუხედავად შეხვედრის ინტენსივობისა, თამაშით ვისიამოვნე. ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, ახლა კი უნდა გავერთიანდეთ და კვირას გასამართი ფინალი მოვიგოთ”.

"იტალიამ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა”, – დაასრულა ლონდონის "ჩელსის” ვინგერმა.

შეგახსენებთ, "ფურია როხამ” "სკუადრა აძურას” პენალტების სერიაში აჯობა, ანგარიშით 7:6. თავად ხუანი მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა და "საფეხბურთო ლატარიის” მიმდინარეობისას ბუფონის კარში მეხუთე ბურთი გადაგზავნა.

წყარო: Football Espana

ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: