4:07 PM მატა: “ჩელსიში” არავის უთქვამს, რომ მოურინიოს ჩემი წასვლა უნდა” | |
![]() გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჟოზე მოურინიოს არ სურს ხუან მატასთან მუშაობა და ესპანელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუნს შეიცვლის, მატამ სიცრუე უწოდა. "ჩელსიში” არავის უთქვამს, რომ მოურინიოს ჩემი წასვლა უნდა. სეზონის ბოლოს მითხრეს, რომ ჩემი აქ გატარებული 2 წლით კმაყოფილები არიან. კონტრაქტის მიხედვით, "ჩელსიში” კიდევ 3 წელი უნდა ვითამაშო. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ”, -თქვა მატამ. "მოურინიო? მირჩევნია, ჯერ შევხვდე და მასთან ვიმუშაო. შემდეგ შევაფასებ მას. ეს მარტივი ლოგიკაა”. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |