7:13 AM
მატა “ჩელსიდან” წასვლას არ აპირებს



"არისტოკრატების” ნახევარმცველი ჭორებს უარყოფს.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ევროპულმა გამოცემებმა არაერთხელ დაწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ "ჩელსისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხუან მატამ შესაძლოა "სტემფორდ ბრიჯი” დატოვოს და ესპანეთში გადაბარგდეს – სავარაუდოდ, "ბარსელონაში”, რომელიც "რეალის” აღზრდილის მიმართ ინტერესს იჩენს.

თუმცა, ფეხბურთელმა, რომელმაც "არისტოკრატების” რიგები, "ვალენსიაში” გატარებული რამოდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ, 2011-წელს შეავსო, ეს ჭორები უარყო, განაცხადა, რომ ლონდონურ გუნდში მას ენდობიან.

"არ ვიცი, საიდან ვრცელდება ესპანეთში ჩემს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციები. ბოლოს, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე, დამარწმუნეს, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი ვარ და მომავალშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს მოსვლით რაიმე შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ვფიქრობ, თავიდან მწვრთნელი თითოეულ ჩვენთაგანს შეგვხვდება, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს მატა.

"იმისათვის, რათა რაიმე გადაწყვიტოს, ნებისმიერ სპეციალისტს სჭირდება ესა თუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი საქმეში იხილოს. მას შემდეგ, რაც შვებულებიდან დავბრუნდები და ვარჯიშს განვაახლებ, მოურინიოს გავესაუბრები. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდება”.

ხუანი "სანტიაგო ბენაბეუზე” დაბრუნებითაც არაა დაინტერესებული.

"რეალის” მიმართ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია – ამ კლუბის სისტემაში ოთხი წელიწადი გავატარე და სწორედ აქ ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი, ისევე ადამიანი. მადრიდში ბევრი მეგობარი დავტოვე, თუმცა ლონდონში ორი შესანიშნავი სეზონი მქონდა, და ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ – პრემიერ ლიგის ახალი სეზონია”, – დაასრულა ესპანელმა.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: