6:46 PM მასკერანომ ვარჯიში განაახლა | |
![]() კატალონიური გრანდის არგენტინელი უნივერსალი გუნდს დაუბრუნდა. "ბარსელონას” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ მცველმა სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა პირველად მიიღო მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენთან” გამართულ შეხვედრაში მუხლქვეშა მყესები დაიზიანა. ვარჯიშზე მონაწილეობა მიიღო კატალონიელების შემტევმა ნახევარმცველმა პედრომ, რომელმაც "ბეტისთან” გამართული მატჩი კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა. სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელი თავისი გუნდის დახმარებას მადრიდის "ატლეტიკოსთან” გასამართ უახლოეს შეხვედრაში შეძლებს, რომელიც კვირას გაიმართება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |