9:06 PM მარტინესი: “ფელაინის წარმატებებს ვუსურვებთ” | |
![]() მიუხედავად გუნდიდან წამყვანი ნახევარმცველის წასვლისა, "ევერტონის” თავკაცი დარწმუნებულია, რომ ლივერპულელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმარისად სერიოზულად გაძლიერდნენ. "ფელაინის წარმატებებს ვუსურვებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ, როდესაც გუნდი წამყვან მოთამაშეს კარგავს, ისინი საკმარისად უნდა გაძლიერდნენ, რათა დანაკარგი აანაზღაურონ. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა”, – აღნიშნა რობერტო მარტინესმა. შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს, "ევერტონმა” მარუან ფელაინი "მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდა, სამაგიეროდ, ჯეისონ მაკარტი იყიდა და ორი ფეხბურთელი არენდით აიყვანა – გარეტ ბერი ("მანჩესტერ სიტი”) და რომელუ ლუკაკუ ("ჩელსი”). წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |