10:53 PM
მარტინესი ცალი ფეხით “ევერტონშია”



ძალიან მალე, ესპანელი "გუდისონ პარკზე” დევიდ მოიესის შემცვლელად მოგვევლინება.

დღეს, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ევერტონი” და "უიგანი” რობერტო მარტინესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. და, როგორც ადგილობრივი გამოცემა იუწყება, უკვე უახლოეს დღეებში მარტინესს ლივერპულელების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დანიშნავენ.

"უიგანთან” ერთად რობერტომ აწ უკვე გასულ სეზონში ინგლისის თასი მოიგო. მარტინესი ჩემპიონშიპში გავარდნილ გუნდს ოთხი წლის განმავლობაში წვრთნიდა. ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2007-წელს უელსურ "სუონსიში” დაიწყო.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 294 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: