2:23 PM
მარტინესი შესაძლოა “მანჩესტერ სიტიში” აღმოჩნდეს



"უიგანის” თავკაცმა შესაძლოა მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დაიკავოს.

ინგლისური პრესა წერს იმის შესახებ, რომ რობერტო მარტინესი ჯერ კიდევ "ევერტონის” სამწვრთნელო პოსტის დაკავების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება. მიუხედავად ამისა, თუ ესპანელი სპეციალისტი "გუდისონ პარკზე” დარჩენილი ვაკანტური ადგილის დაკავებასთან დაკავშირებულ ბრძოლას დათმობს, იგი შესაძლოა "ეტიჰად სტედიუმზე” გადაბარგდეს.

არსებული ინფორმაციით, "ცისფრების” ხელმძღვანელობას მარტინესის მანუელ პელეგრინის დამხმარის როლში ხილვა სურს, რომელიც გუნდს მომდევნო კვირაში ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ გარდა მარტინესისა, "ევერტონის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის ფავორიტად "ზალცბურგის” სპორტულ დირექტორს რალფ რანგნიკსაც მიიჩნევენ.

წყარო: The Sun

ნანახია: 311 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: