11:40 PM მარსელო ორ კვირას იუქმებს | |
![]() "სამეფო კლუბის” ბრაზილიელი მცველი ტრავმირებულია. France Football-ის თანახმად, მარსელომ დაზიანება ავსტრალიაში გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს მიიღო, სადაც ესპანელებმა მეტოქეები 6-0 გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, მადრიდელთა მეთორმეტე ნომერს ტკივილი მარცხენა თეძოს არეში აღენიშნება. უახლოეს მომავალში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, მარსელოს საავადმყოფოში ორი კვირის გატარება მოუწევს. წყარო: France Football | |
|
სულ კომენტარები: 0 | |