10:37 PM მაროტა: “იუვენტუსი” ვიდალს გაუხანგრძლივებს” | |
![]() "ბებერი ქალბატონი” იმედოვნებს, რომ ჩილელ ნახევარმცველთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ძალიან მალე, იტალიელ ექსპერტთა ვარაუდით, "იუვენტუსი” 26-წლის ნახევარმცველ არტურო ვიდალთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ჩილელი იტალიის მოქმედ ჩემპიონს 2018-წლის ზაფხულამდე მიეკუთვნება, ტურინში მისი ყოველწლიური ანაზღაურება კი ხუთ მილიონ ევრომდე გაიზრდება. "როდესაც ვიდალი შევიძინეთ, ბევრი მის ტრანსფერს სტეპტიკურად შეჰყურებდა. მაგრამ, არტურო გუნდს შესანიშნავად შეეწყო, და ახლა ეს დაუფასდება. მის მიმართ ინტერესს რამოდენიმე სერიოზული ევროპული კლუბი იჩენდა, თუმცა, უახლოეს დროში, მას კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით”, – განუცხადა "იუვენტუსის” დირექტორმა, ბეპე მაროტამ პრესას. "იუვენტუსის” მაისური ვიდალმა სერია ა-ს 66 მატჩში მოირგო და თავი გატანილი 19 გოლით გამოიჩინა. წყარო: Tuttosport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |