9:09 PM
მარკოს სენა 11 წლის შემდეგ “ვილიარეალს” დაემშვიდობა



გამოცდილმა ბრაზილიელ-ესპანელმა ვალენსიური კლუბი დატოვა. "ვილიარეალმა” სენა 2002 წელს გაიფორმა და მას შემდეგ ფეხბურთელმა "წყალქვეშა ნავის” მაისურით 363 მატჩი ჩაატარა. გუშინ 36 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ "ელ მადრიგალს” ტოვებს.

"ჩემი 11-წლიანი კარიერა "ვილიარეალში” დასრულდა. გადავწყვიტე ის კლუბი მივატოვო, რომელთან ერთადაც ბევრს მივაღწიე. უღრმრესი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს. ახლა ახალი გამოწვევები მელოდება და მათ მისაღებად მზად ვარ”, – განაცხადა სენამ.

გავრცელებული ჭორების თანახმად, მარკოსი "ემელეს”-ში გადავა. მისით "ნიუ იორკ კოსმოსია” დაინტერესებული.

წყარო: Football Espana

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 358 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: