10:17 PM მარკო მარინი “სევილიაში” ითამაშებს | |
![]() ლონდონის "ჩელსის” მოთამაშე დათანხმდა ესპანეთში იჯარით გადასვლაზე.24 წლის ვინგერმა კლუბის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან იგი არისტოკრატებში დროის ნაკლებობას განიცდიდა. გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი ლონდონურ კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა. მანამდე იგი ბრემენის "ვერდერის” ღირსებას იცავდა. როგორც ჩანს, მაურინიო მის ახალ კლუბში მარკოს ადგილს ვერ ხედავს, "სევილიაში” კი იგი ნამდვილად გამოადგებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ნავასის წასვლის შემდეგ, "დალაქების” შეტევითი ხაზი საგრძნობლად შესუსტდა.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |