10:32 PM
მარკიზიო “იუვენტუსს” არ დატოვებს



არც კლუბი და არც ფეხბურთელი თანამშრომლობის გაწყვეტას არ გეგმავენ.

"იუვენტუსში” დარჩენა და გუნდთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლის გაგრძელება მსურს, რადგან სწორედ ტურინში გავიზარდე”, – განაცხადა კლაუდიო მარკიზიომ.

"ბებერი ქალბატონის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამაც დაადასტურა, რომ კლუბი იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველთან განშორებას არ აპირებს.

"იუვენტუსი” ის გუნდი არაა, რომელიც ფეხბურთელებს ყიდის. ჩვენ ტიტულების მოგება და გაძლიერება გვწადია. მარკიზიომ აქ თამაში მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო. მის სისხლში "იუვენტუსის” დნმ ჩქეფს”, – განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ მარკიზიოს "ბიანკონერისთან” მოქმედი კონტრაქტი 2016-წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ადრე პრესა კლაუდიოს სახელს "მონაკოსა” და "მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდა.

წყარო: Tuttosport

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: