4:36 PM
მარიო გომესს “ბაიერნის” დატოვება სურს



ფორვარდის აგენტი დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი ამ ზაფხულს სამუშაო ადგილს შეიცვლის.

"მარიოს "ბაიერნის” დატოვება სურს. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იგი კლუბს დატოვებს”, – განაცხადა ული ფერბერმა, რომელიც გომესის ინტერესებს იცავს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გასული სეზონის პირველი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, გამონჯამრთელების შემდეგ კი სასტარტო შემადგენლობიდან მარიო მანჯუკიჩის ამგოდება ვეღარ მოახერხა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, გომესის მიმართ ინტერესს "ჩელსი” და "ნაპოლი” იჩენენ.

წყარო: Kicker

ნანახია: 345 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: